Sunday, July 6, 2014

მეექვსე დღე 

     არც კი მჯერა,რომ ნელ-ნელა დასასრულისკენ მივდივართ.  ძალიან საინტერესო ტრენინგია,მრავლისმომცემი,  ჩვენთვის მეტად საჭირო,    ტრენერიც არაჩვეულებრივია: ყურადღებიანი,დაუღალავი,მაგრამ,როგორც ჩანს,არდადეგების მოახლოებამ ძალიან გამაზარმაცა.არ ვიქნები ორიგინალური,თუ ვიტყვი,რომ ყველა მონაწილეს დასვენება გვჭირდება.
        დღევანდელი მეცადინეობა ძალიან შრომატევადი და მრავალფეროვანი იყო.ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნება.შევქმენით მოსწავლის შეფასების რუბრიკა,რომელშიც განვსაზღვრეთ თითოეული კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა.შემდეგ პროექტის გეგმაში მოსწავლეთა საბაზისო უნარების გრაფა შევავსეთ.
         სახლში მე-5 მოდული უნდა წავიკითხოთ და პროექტის გეგმისთვის სასწავლო პროცედურები უნდა განვსაზღვროთ.გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეთა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს უნდა გავუკეთოთ უკუკავშირი.მოკლედ, ამ კვირაშიც ბევრი სამუშაო გვაქვს.

No comments:

Post a Comment