Sunday, July 20, 2014
Saturday, July 19, 2014
მეცხრე დღე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.ყველამ წარმოვადგინეთ საკუთარი პორტფოლიო.ჩემს კოლეგებს ნაყოფიერად უშრომიათ.დიდი სიამოვნება მივიღე მათი მოსმენისას, რადგან თემატიკა მეტად მრავალფეროვანი იყო.ტრენინგის დასასრულს ქ-მა ნინომ სერტიფიკატები გადმოგვცა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ,რომ ტრენინგითა და ტრენერით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ დამღლელი სასწავლო წლის შემდეგ, ივლისის თაკარა სიცხეში, ტრენინგი არ უნდა ტარდებოდეს.
დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს_ნინო მარღიშვილს, ტრენინგის ყველა მონაწილეს ასეთი შეთანხმებული მუშაობისთვის, სასიამოვნო ურთიერთობებისთვის. გულწრფელად ვუსურვებ თითოეულ მათგანს წარმატებებს !
Friday, July 18, 2014
Sunday, July 13, 2014
Sunday, July 6, 2014
მეექვსე დღე
არც კი მჯერა,რომ ნელ-ნელა დასასრულისკენ მივდივართ. ძალიან საინტერესო ტრენინგია,მრავლისმომცემი, ჩვენთვის მეტად საჭირო, ტრენერიც არაჩვეულებრივია: ყურადღებიანი,დაუღალავი,მაგრამ,როგორც ჩანს,არდადეგების მოახლოებამ ძალიან გამაზარმაცა.არ ვიქნები ორიგინალური,თუ ვიტყვი,რომ ყველა მონაწილეს დასვენება გვჭირდება.
დღევანდელი მეცადინეობა ძალიან შრომატევადი და მრავალფეროვანი იყო.ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნება.შევქმენით მოსწავლის შეფასების რუბრიკა,რომელშიც განვსაზღვრეთ თითოეული კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა.შემდეგ პროექტის გეგმაში მოსწავლეთა საბაზისო უნარების გრაფა შევავსეთ.
სახლში მე-5 მოდული უნდა წავიკითხოთ და პროექტის გეგმისთვის სასწავლო პროცედურები უნდა განვსაზღვროთ.გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეთა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს უნდა გავუკეთოთ უკუკავშირი.მოკლედ, ამ კვირაშიც ბევრი სამუშაო გვაქვს.
Saturday, July 5, 2014
დღე მეხუთე
დავამუშავეთ პროექტებით სწავლების მე 3 და მე-4 მოდულები
გავეცანით ინტერნეტკავშირებს და საავტორო უფლებების ქაოსის მარტივ შაბლონს.
ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოს გაზიარება ბლოგზე და დიდი გაჭირვებით (ინტერნეტი საშინლად ,,ჭედავდა") ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე პროექტის შესაბამისი პრეზენტაციები.
გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო პროექტებს და თავადაც შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
გვარიანადაც დავიღალეთ.
დავამუშავეთ პროექტებით სწავლების მე 3 და მე-4 მოდულები
გავეცანით ინტერნეტკავშირებს და საავტორო უფლებების ქაოსის მარტივ შაბლონს.
ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოს გაზიარება ბლოგზე და დიდი გაჭირვებით (ინტერნეტი საშინლად ,,ჭედავდა") ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე პროექტის შესაბამისი პრეზენტაციები.
გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო პროექტებს და თავადაც შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
გვარიანადაც დავიღალეთ.
Sunday, June 29, 2014
დღე მეოთხე
მეოთხე გაკვეთილზე გავეცანით შეფასების 5 ძირითად მიზანს,ვნახეთ მათი შესაბამისი მეთოდები და ამ მეთოდების განსახორციელებელი ინსტრუმენტები.მათი დახმარებით გავწერეთ ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო, შევადგინეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.ვისწავლეთ ბლოგის სათაურისა და ფონის შექმნა,გაჯეტების ჩასმა,საქაღალდის დაარქივება.ძალიან საინტერესო და სახალისო დღე იყო.
Sunday, June 22, 2014
დღე მე-2
დღეს გავეცანით კოლეგების პროექტების თემებს.შევისწავლეთ ბლოგზე პოსტების გამოქვეყნება და ერთმანეთს რამდენიმე სახალისო კომენტარი გავუკეთეთ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.გადმოვიწერეთ საჭირო ვიზუალური მასალა.დავიწყეთ მშობელთათვის განკუთვნილი ბუკლეტის გაკეთება,თუმცა ვერ მოვასწარით,სახლში უნდა დავასრულოთ.ჩვენი მასალა საკუთარ თავს გადავუგზავნეთ ელფოსტაზე და ვისწავლეთ,როგორ უნდა ვიმუშაოთ მასში.
დღე პირველი
ტრენინგის პირველ
დღეს გავეცანით ინტელის ძირითად კურსს და მოდულებს,განვიხილეთ თითოეული მოდულის მთავარი
აქცენტები.შევქმენით ჩვენი პროექტის პორტფოლიოს მთავარი საქაღალდე, რომელშიც განვათავსეთ
რამდენიმე ქვესაქაღალდე. გავეცანით და ჩვენს საქაღალდეში შევინახეთ შემდეგი დოკუმენტები: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის
გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს რუბრიკა. დავათვალიერეთ რამდენიმე მზა შაბლონი, განვიხილეთ ერთ-ერთი: ,,რომეო
და ჯულიეტა“. ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შევძელით საკუთარი ბლოგების შექმნა. ამიტომ სახლში გასაკეთებლად დაგვევალა Blogpost.com-ზე დარეგისტრირება და საპროექტო თემის მოფიქრება.
Subscribe to:
Posts (Atom)