Sunday, June 29, 2014

დღე მეოთხე
        მეოთხე გაკვეთილზე გავეცანით შეფასების 5 ძირითად მიზანს,ვნახეთ მათი შესაბამისი მეთოდები და ამ მეთოდების განსახორციელებელი ინსტრუმენტები.მათი დახმარებით გავწერეთ ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო, შევადგინეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.ვისწავლეთ ბლოგის სათაურისა და ფონის შექმნა,გაჯეტების ჩასმა,საქაღალდის დაარქივება.ძალიან საინტერესო და სახალისო დღე იყო.

Sunday, June 22, 2014

დღე მე-2


     დღეს გავეცანით კოლეგების პროექტების თემებს.შევისწავლეთ ბლოგზე პოსტების გამოქვეყნება და ერთმანეთს რამდენიმე სახალისო კომენტარი გავუკეთეთ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.გადმოვიწერეთ საჭირო ვიზუალური მასალა.დავიწყეთ მშობელთათვის განკუთვნილი ბუკლეტის გაკეთება,თუმცა ვერ მოვასწარით,სახლში უნდა დავასრულოთ.ჩვენი მასალა საკუთარ თავს გადავუგზავნეთ ელფოსტაზე და ვისწავლეთ,როგორ უნდა ვიმუშაოთ მასში.

დღე პირველი

        ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითად კურსს და მოდულებს,განვიხილეთ თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები.შევქმენით ჩვენი პროექტის პორტფოლიოს მთავარი საქაღალდე, რომელშიც განვათავსეთ რამდენიმე ქვესაქაღალდე. გავეცანით და ჩვენს საქაღალდეში შევინახეთ შემდეგი დოკუმენტები:  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს რუბრიკა. დავათვალიერეთ  რამდენიმე მზა შაბლონი, განვიხილეთ ერთ-ერთი: ,,რომეო და ჯულიეტა“. ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შევძელით საკუთარი ბლოგების შექმნა. ამიტომ  სახლში გასაკეთებლად დაგვევალა Blogpost.com-ზე დარეგისტრირება და საპროექტო თემის მოფიქრება.